0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სარკოზისა და სააკაშვილის შეხვედრას ოთხასამდე ჟურნალისტი გააშუქებს

ჩამოტვირთვა

საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში სპეციალურად ამ დრისათვის შექმნილ მედიაცენტრებში ქართველმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა რეგისტრაცია გაიარეს. თბილისში დღეს ორი მედიაცენტრი იმუშავებს, საფრანგეთის მხარის სპეციალური მოთხოვნით ფრანგი ჟურნალისტებისთვის ცალკე მედიაცენტრი ევროპის მოედანზე გაიხსნა, ქართველი ჟურნალისტები , უცხოელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე მოვლენებს ქორთიარდ მერიოტში განთავსებული ცენტრიდან გააშუქებენ. პრეზიდენტების შეხვედრას დღეს 400ამდე ქართული და უცხოური მედიასაშუალება გააშუქებს. საფრანგეთიდან ამ დროისათვის უკვე ჩამოსულია 60 ამდე ჟურნალისტი , ქორთიარდ მერიოტში კი 300 ამდე აკრედიტირებული ჟურნალისტი იმუშავებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ირმა ნადირაშვილმა უკვე შეამოწმა მედიაცენტრების ტექნიკური აღჭურვილობა და მისი თქმით , ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში მაქსიმალური კომფორტი ექნებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები