0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სარკოზიმ ერევანში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა

ჩამოტვირთვა

კავკასიური ვიზიტი საფრანგეთის პრეზიდენტმა სომხეთში სტუმრობით დაიწყო. სერჟ სარქისიანთან ერთად მან საფრანგეთის მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ნიკოლა სარკოზი ეჩმიაძინში სომხეთის პატრიარქს გარეგინ მეორეს შეხვდა და სომხური გენოციდის მემორიალი ყვავილებით შეამკო. საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთს მოუწოდა, აღიაროს 1915 წელს სომეხი ხალხის გენოციდი, რაც, მისი თქმით, ისტორიული რეალობაა, რომელსაც თურქეთმა თვალი უნდა გაუსწოროს, თუმცა მისივე თქმით, საფრანგეთზე არ არის დამოკიდებული ვინმეს ულტიმატუმი წაუყენოს. სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ სარქისიანთან შეხვედრისას სარკოზი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხსაც შეეხო, ამავე თემაზე ის აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც აპირებს საუბარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები