0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სარკოზის კავკასიური ტურნე საქართველოში ვიზიტით დასრულდება

ჩამოტვირთვა

საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი კავკასიური ვიზიტი დღეს საქართველოში სტუმრებით დასრულდება. ნიკოლა სარკოზი ამჟამად სომხეთში იმყოფება და დაახლოებით 12 საათისთვის საპრეზიდენტო თვითმფრინავი ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაეშვას. დღის მეორე ნახევარში საფრანგეთის პირველი პირი უკვე თბილისში იქნება და მიხეილ სააკაშვილთან ერთად დედაქალაქის ცენტრში შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით მიმართავს. პოლიტიკოსებს განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც სარკოზის მიერ თბილისის ტრიბუნიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად გაკეთდება. ამ დღისთვის თავისუფლების მოედანზე მზადება რამდენიმე დღეს გრძელდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები