მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის დასახვედრად თავისუფლების მოედანი უკვე მზად არის
2011-10-07 12:44:16
ჩამოტვირთვა
საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დასახვედრად თავისუფლების მოედანი უკვე მზად არის - დამონტაჟებულია ტრიბუნები, მონიტორები და სატელევიზიო კამერები. წმინდა გიორგის ძეგლი და შადრევნის აუზი საქართველოს, ევროკავშირისა და საფრანგეთის დროშებითაა დაფარული.
ასევე, ლესელიძის ქუჩის კუთხეში მდებარე "საქართველოს ბანკის" 5 -სართულიან შენობაზე უზარმაზარი დროშებია ჩამოფარებული. თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის მხოლოდ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის არის შესვლა ნებადართული. მათ ოთხ საგუშაგოზე სპეციალური დეტექტორებით ამოწმებენ.
თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებლებს, სახლებში მისასვლელად შემოვლითი ქუჩებით შეუძლიათ მისვლა. ასევე, დაკეტილია ყველა სავაჭრო ობიექტი და დაწესებულება.
კონტროლდება თავისუფლების მოედანზე მდებარე ყველა სანიაღვრე ჭა და ელექტროსისტემის ჯიხური.
ნიკოლა სარკოზი დღეს თბილისში 15:00 საათის შემდეგ ჩამოფრინდება და თავის ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან ერთად, დაახლოებით 17:30 საათზე თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვა.
კომენტარები