0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პოლიტიკაში წასვლით, ივანაშვილმა, შესაძლოა, ყველაფერი დაკარგოს“

ჩამოტვირთვა

რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენის, ბიძინა ივანაშვილის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნას საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ივანაშვილი დიდ რისკზე მიდის. ექსპერტის აზრით, ის პოლიტიკაში წასვლით ვერაფერს იშოვის და შეიძლება ისიც დაკარგოს, რაც დღეს აქვს. ცინცაძის აზრით, ივანაშვილს თანამოაზრეების მოძებნაც გაუჭირდება და თუ ის ახალ გუნდში ოპოზიციურ სახეებს მიიყვანს, ბიზნესმენის პოლიტიკური საქმიანობა სრული კრახით დასრულდება. „ბიზნესსა და პოლიტიკას კარდინალურად განსხვავებული მონაცემები ესაჭიროება. ძალზედ იშვიათი შემთხვევაა ბიზნესში წარმატებული ადამიანი, პოლიტიკაშიც წარმატებული ყოფილიყო. უნდა ეძებოს თანამოაზრეები, რადგან საძებნია. თანაბერძოლების პოვნა არ გაუჭირდება, რიგი დადგება, რადგან ყველას უნდა ფულიან კაცთან თანამშრომლობა, მაგრამ აი თანამოაზრე, ეს უკვე დეფიციტია ქართულ პოლიტიკაში. ის ძალიან დიდ რისკზე მიდის.“ - აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები