0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას უპირებს კავკასიას კომუნიზმზე მეოცნებე პუტინი?!

ჩამოტვირთვა

რუსეთის ყოფილმა და უკვე მომავალმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 2024 წლამდე ხელისუფლება მართოს, ანუ საუკუნის მეოთხედი ქვეყნის მმართველის პოსტზე გაატაროს. ჯერჯერობით, მმართველობის ფორმატად პუტინ–მედვედევის კომბინაცია რჩება. პუტინს, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა მოუწევს. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს გარკვეული ცვლილებების განხორციელება კავკასიასთან მიმართებითაც მოუწევს. ვარაუდობენ, რომ გაპრეზიდენტებული პუტინი გამოწვევის წინაშე დადგება. ეს არის მზარდი არასტაბილურობა კავკასიასა და კონფლიქტურ რეგიონებში. უმრავლესობა ფიქრობს, რომ პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კრემლის პოლიტიკა კავკასიაში, განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, სასიკეთოდ არ შეიცვლება. ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაცია შეგნებულად გაამწვავოს. მიუხედავად მედვედევის პრეზიდენტობისა, არამხოლოდ რუსეთში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში პუტინოკრატია მეფობს და ფაქტობრივი მმართველი არა მედვედევი, არამედ პუტინია. კავკასიაში მზარდი არასტაბილურობის ჩახშობა პუტინ–მედვედევის ტანდემმა ვერ მოახერხა. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ პუტინის გაპრეზიდენტება რუსეთის მეზობელ ქვეყნებს საფრთხეს არ შეუქმნის. პუტინი გამოგონილ მტრებს, მათ შორის საქართველოსა და მისი კონფლიქტური რეგიონების მიმართ, პოლიტიკას გაამწვავებს, თუმცა მდგომარეობა კულმინაციამდე არ მივა - აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. ვეფხვებზე მონადირე პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტობისთვის უკვე ემზადება, თუმცა კომუნიზმზე მეოცნებე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით არ დაუწყია. მიუხედავად პრეზიდენტობის სურვილისა, ის არც ცხინვალში არსებული გამწვავებული მდგომარეობით ინტერესდება და მოვლენებს შორიდან აკვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები