0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კასპაროვმა პუტინს მუბარაქისა და კადაფის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა

ჩამოტვირთვა

ცნობილი მოჭადრაკე, გარი კასპაროვი, დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობასთან ერთად, კასპაროვმა, თავის მოხსენებაში სკოლებში ჭადრაკის დანერგვასა და რუსეთში არსებულ რეჟიმზე ისაუბრა. კომიტეტის სხდომაზე ცნობილმა მოჭადრაკემ პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. გარი კასპაროვმა პუტინს მუბარაქისა და კადაფის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა. მოჭადრაკემ სოჭის ოლიმპიადის ჩავარდნაც ივარაუდა და განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადა პუტინის რეჟიმს თან ჩაიყოლებს. რუსეთის ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის თქმით, აშშ და ევროპა პუტინსა და მის ხელისუფლებას უფრო ობიექტურად შეაფასებს. კასპაროვმა საქართველოში სარკოზის ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. არ ვიცი, რა მიზანი აქვს სარკოზის ვიზიტს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ევროპა და ამერიკა პუტინის ხელსუფლების შეფასებას უფრო ობიექტურად დაიწყებენ და გაიგებენ, რომ საუბრები რუსული პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. პუტინი აპირებს, რუსეთი მთელი ცხოვრება მართოს. ეს არის ცუდი ახალი ამბავი მათთვის, ვინც იმედოვნებდა, რომ ბოლო პერიოდის მოვლენები რუსეთში ვითარებას შეცვლიდა სარკოზის უნდა ესმოდეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება ობიექტურად არ შესრულდა. ეს არა შემთხვევითი, არამედ ლოგიკურია, რადგან “პუტინი ყოველთვის არაცივილიზებული პარტნიორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები