0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკოლა სარკოზის გამოსვლაზე დასასწრებად სპეციალური შემოწმების გავლა იქნება სავალდებულო

ჩამოტვირთვა

7 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამოსვლაზე დასასწრებად მოქალაქეებმა სპეციალური შემოწმება უნდა გაიარონ - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს აღნიშნულ ღონისძიებაზე მისვლა და დასწრება ორი საათით ადრე შეეძლებათ, ისინი მოედანზე სპეციალური შემოწმების გავლის შემდეგ დაიშვებიან. ამასთან, თავისუფლების მოედანზე მისულ პირებს ეკრძალებათ, თან იქონიონ ფოტო და ვიდეოკამერები, ადვილად აალებადი ნივთები, ბოთლები, ბასრი და მსხვრევადი საგნები. სარკოზის გამოსვლის დროს აიკრძალება ავტომანქანებით მოძრაობა თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, აიკრძალება მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და მასთან დამაკავშირებელ გზებზე, ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, პუშკინის ქუჩაზე, ლესელიძის, დადიანის, ტაბიძის, ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე. თავისუფლების მოედანზე ნიკოლა სარკოზის სიტყვით გამოსვლა 7 ოქტომბერს, 17:30 საათისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები