0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი - „ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩქარობს“

ჩამოტვირთვა

„ადამიანი, რომელიც ჩქარობს“ - ასე უწოდეს 2007 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევისას, 53 წლის ნიკოლა სარკოზის. საფრანგეთის ახლანდელი პრეზიდენტი, რომელმაც ჟაკ შირაკი შეცვალა, ხელისუფლებაში ტრიუმფით მოვიდა. მას მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, უბრალოდ, „სარკოდ“ მოიხსენიებენ. როგორც მისი ბიოგრაფები ირწმუნებიან, ქვეყნის პირველ პირს ეს მეტსახელი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან შემორჩა. მაშინ პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა. უმაღლესი სასწავლებლის წარმატებით დაამთავრების შემდეგ, იურისტისა და პოლიტოლოგის დიპლომიც მიიღო. ამბობენ, რომ სტუდენტობის დროს, ყვავილების მაღაზიაში კურიერადაც მუშაობდა. უნივერსისტეტის შემდეგ, სწავლა პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების უმაღლეს სკოლაში გააგრძელა, თუმცა დიპლომის აღება ინგლისურ ენაში არცთუ წარმატებული ნიშნების გამო ვერ შეძლო. მომავალ პრეზიდენტს ჟურნალისტობაც სურდა, შემდეგ დედის მსგავსად, ადვოკატობა. როგორც თავად აღნიშნავს, პოლიტიკაზე მეტად არაფერი იზიდავდა. 1976 წელს, ჟაკ შირაკის მიერ დაარსებულ პარტიაში შევიდა, ერთი წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტში, 1983 წელს კი, სულ რაღაც 28 წლის სარკოზი, პარიზის გარეუბნის, ნეის მერად აირჩიეს. 1988 წელს ეროვნული კრების დეპუტატი გახდა,1993 წელს კი, ბიუჯეტის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 1995 წელს სარკოზი საპრეზიდენტო არჩევნებში, ბალადიურის კანდიდატურას ემხრობოდა თუმცა, არევნები ჟაკ შირაკმა მოიგო, სარკოზი კი ხელისუფლების მიღმა აღმოჩნდა. 1999 წელს, მომავალი პრეზიდენტი ევროპარლამენტში საკუთარ სიას ადგენს, თუმცა შედეგი არასახარბიელოა. ამის შემდეგ, „სარკომ“ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა. 2002 წელი - სარკოზი კვლავ პოლიტიკაში ბრუნდება, მას ეროვნული კრების დეპუტატად ირჩევენ, მოგვიანებით კი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ინიშნება. ამის შემდეგ, მომავალი პრეზიდენტი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე გადაჰყავთ. 2007 წელი - საფრანგეთი ხმათა 57%-ით პრეზიდენტად 53 წლის ნიკოლა პოლ სტეფან სარკოზ დე ნად-ბოსკას - იგივე ნიკოლა სარკოზს ირჩევს. საფრანგეთი ძირეულად ცვლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის რიგ მიმართულებებს. სარკოზის დამოკიდებულება განსაკუთრებით მკაცრდება რუსეთის მიმართ. ,,სარკო’’ რუსეთს ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პრინციპების შეზრუდვის გამო აკრიტიკებს. ის აშკარად გამოხატავს მხარდაჭერას რუსეთის მეზობელი ქვეყნებისადმი. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველი ქვეყნის ხელმძღვანელი, ვისაც სარკოზი ხვდება, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. 2008 წლის 2 თებერვალი საფრანგეთის 23-ე პრეზიდენტი იტალო-ფრანგ ფოტომოდელზე, კარლა ბრუნზე ქორწინდება. სარკოზის უმშვენიერესი მეუღლე, ფაქტობრივად, დღევანდელი საფრანგეთის სიმბოლოდ იქცა. როგორც ამბობენ, სარკოზის მესამე ქორწინებამ მისი რეიტინგი საგრძნობლად გაზარდა. ნიკოლა სარკოზი გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც წარმოშობით ეთნიკური ფრანგი არ არის, ,,სარკო’’ემიგრანტების შთამომავალია. სწორედ ეს იყო იმის ერთერთი მიზეზი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ნოკოლა სარკოზის ფრანგი ულტრანაციონალისტები თავს ხშირად ესხმოდნენ და ლოიალური საემიგრაციო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ. 2011 წლის 7 ოქტომბერი - საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს ეწვევა. ოფიციალური შეხვედრების გარდა, სარკოზი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც საფრანგეთის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ექსპერტები სარკოზის ვიზიტს საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებენ. მათი განცხადებით, არც ის არის გამორიცხული, სარკოზიმ 2008 წლის რუსული აგრესიის დროს გაკეთებული განცხადებების მსგავსად, მოსკოვის მისამართით, ახლაც მწვავე განცხადებები გააკეთოს. ნიკოლა სარკოზი საქართველოს 7 ოქტომბერს დატოვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები