0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქართველი და უნგრელი სამართალდამცავები ურთიერთთანამშრომლობას გააღრმავებენ

ჩამოტვირთვა

ქართული და უნგრული პოლიცია ურთიერთთანამშრომლობას გააღრმავებს. შეთანხმება ამ და სხვა საკითხების შესახებ საქართველოსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრისას მოხდა. ვანო მერაბიშვილი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებდა. პირველი შეხვერდა შინაგან საქმეთა სამინისტროში კოლეგა მინისტრთან, შანდორ პიტერთან, გაიმართა. ქართულმა დელეგაციამ სამინისტროს ქოლ-ცენტრიც მოინახულა, სადაც ქალაქში ვიდეოდაკვირვების სისტემის მუშაობას გაეცნო. სპეციალურად ქართველი კოლეგებისთვის უნგრეთის კონტრტერორისტულ ცენტრში საჩვენებელი სპეცოპერაციაც ჩატარდა. უნგრელმა სამართალდამცველებმა მძევლის გათავისუფლების ოპერაცია გაითამაშეს. ვანო მერაბიშვილი, ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ მინისტრსაც შეხვდა, შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები