0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე ფიჯის კუნძულებზე შეხვედრებს მართავს

ჩამოტვირთვა

საქრთვლოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფიჯის კუნძულებზე შეხვედრებს მართავს. გრიგოლ ვაშაძე ფიჯის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა საკითხებში მუდმივმოქმედ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო აგრეთვე ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ფიჯის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას და გამოხატა დაინტერესება ორ ქვეყანას შორის შესაბამისი დელეგაციების გაცვლასთან დაკავშირებით. ფიჯის მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. ფიჯის ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრების შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფიჯის მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები