0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჟენევის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ჩამოტვირთვა

ჟენევის მოლაპარაკებების მე-17 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. რუსულმა მხარემ ყველა იმ შეთავაზების განხილვაზე თქვა უარი, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა. მათ შორის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების აღდგენასა და დევნილთა დაბრუნებაზე. რუსეთმა უარი განაცხადა ასევე ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების შესრულებაზე. მოლაპარაკების შემდეგ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორ კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი კავკასიაში კვლავ მშვიდობის გარანტად რჩება, ამასთანავე გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხში აქტიურად იყოს ჩაბმული ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირიც. კარასინი ამბობს, რომ რუსეთი კონფლიქტში თავს მხარედ არ ცნობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები