0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროსაბჭომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ჩამოტვირთვა

ევროსაბჭომ საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს გუშინდელ სესიაზე მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ორგანიზაციის 16-მა წევრმა მისცა. ბუნდესტაგის დეპუტატის, მარინა შუსტერის, მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობისა და დემოკრატიის გარანტიაა". დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "ყველა სახის ინტერვენცია მიუღებელია" და ასეთი ინტერვენციის მაგალითად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომია დასახელებული. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ "ბოლო პერიოდში მიმდინარე აღიარებები სახიფათო ტენდენციაა". ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, რეზოლუცია ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები