მსოფლიო
ძებნილი ბადრი ბიწაძის საქმის განხილვა დღეს დაიწყება
2011-10-05 11:54:19
ჩამოტვირთვა
თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეიდან სასაზღვრო პოლიციის ექს-ხელმძღვანელის, ბადრი ბიწაძის, საქმის განხილვას იწყებს.
სააპელაციო სასამართლოში ბიწაძის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიას მარინა ხოლუაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო საქმის განხილვა 11:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძე საქართველოს გენპროკურატურამ პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა. თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თბილისის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 100000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიწაძის ოჯახმა თანხა არ გადაიხადა, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების ნაცვლად, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმის განხილვის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ შეფს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 5 თვით დაუსწრებლად განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ბიწაძეზე ძებნაა გამოცხადებული.
კომენტარები