0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლუკაშენკოს მადლობა მიხეილ სააკაშვილსა და ალიევს

ჩამოტვირთვა

ალექსანდრე ლუკაშენკომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ხუთ სახელმწიფოს ბელორუსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს იყო კოლოსალური მხარდაჭერა, რომელსაც ბელორუსი ძალიან აფასებს. "ჩვენ მათ ვალში არ დავრჩებით", - განაცხადა ლუკაშენკომ. ბელორუსის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართველი და აზერბაიჯანელი კოლეგებისადმი. მისი თქმით, ევროპაში ბელორუსის მხარდამჭერთა შორის ყველაზე აქტიურები სწორედ მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი იყვნენ. ვარშავაში გამართულ ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში, საქართველომ, აზერბაიჯანმა, მოლოდავეთმა, სომხეთმა და უკრაინამ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ბელორუსში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მდგომარეობა კრიტიკულად იყო შეფასებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები