0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს რეგიონში შესვლას უკრძალავს

ჩამოტვირთვა

რუსეთის ფედერაციიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლა დროებით აკრძალულია. სააგენტო "ოსინფორმის " ინფორმაციით , ამის შესახებ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ჯიოევმა, განაცხადა. მისი განმარტებით, აკრძალვა იმ პირებს ეხება, რომლებიც ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არ არიან. თუმცა აკრძალვა არ ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ მეოთხე რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობენ, ასევე, მათი ოჯახის წევრებსa და აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებულებს. ჯიოევის განცხადებით, ყველა ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, უვიზო მიმოსვლის შესახებ, რუსეთ-სამხრეთ ოსეთის შეთანხმების შესაბამისად არის შემოღებული. მისივე თქმით, რუსულ მხარეს აკრძალვის შესახებ, ე.წ. საელჩოს საშუალებით, უკვე შეატყობინეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესვლა გუშინაც შეზღუდული იყო. როკის გვირაბთან განთავსებულ გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს დაღესტნიდან მიმავალი ავტოკოლონა, რომელშიც, სავარაუდოდ, ჯამბულატ თედეევის მომხრეები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები