0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზის ვიზიტი საქართველოში - მზადება და შეფასებები

ჩამოტვირთვა

მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ საქართველო კიდევ ერთხელ, ნიკოლას სარკოზის ვიზიტის გამო მოექცევა. საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით, 7 ოქტომბერს ჩამოვა. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი საქარველოს მოქალაქეებს თავისუფლების მოედნიდან მიმართავს. თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად მზადება უკვე დაწყებულია. მონტაჟდება სცენა საიდანაც სრულიად საქართველოს ორი ქვეყნის პრეზიდენტები მიმართავენ. 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული. ნიკოლას სარკოზი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული 6 პუნქტიანი ხელშეკრულების გარანტორი თავად არის . მისი საქარველოში ვიზიტი , რომ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამაზე არავინ დაობს. სამტავრობო გუნდში იმასაც ამბობენ, რომ 7 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპელი პოლიტიკური ლიდერის ვიზიტი რუსეთს 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას მოკლე ვადებში აიძულებს. საფრანგეთის პირველი პირის ვიზიტი ექსპერტების აზრით პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. თბილისში მიაჩნიათ , რომ ნიკოლა სარკოზი , რომელმაც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მოსკოვის მისამართით, სავარაუდოდ, ახლაც მწვავე განცხადებებს გააკეთებს. პრეზიდენტის გარდა კიდევ ვის შეხვდება ნიკოლას სარკოზი ეს ჯერჯერობით უცნობია . კავკასიური ტურნეს ფარგლებში საფრანგეთის პირველი პირი საქართველოს 2008 წლის შემდეგ პირველად ეწვევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები