0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცხინვალში ვითარება დაიძაბა

ჩამოტვირთვა

მოახლოებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცხინვალში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. კოკოითის მოწინააღმდეგე და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯამბოლათ თედეევი საკუთარ სახლში იმყოფება და მას მომხრეები იცავენ. ამავე დროს მარიონტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი იმუქრება, რომ თედეევსა და მის მომხრეების ე.წ. ცეესკოში შევარდნას არ აპატიებს. რუსული და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ქუჩებში შეიარაღებული დაჯგუფებები მოძრაობენ. ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში სიტუაციის არევაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს დააკისრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები