0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებისთვის ემზადება

ჩამოტვირთვა

სომხეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, დაადასტურა, რომ სომხეთ-საქართველოს მაგისტრალზე ჩამოწოლილ მეწყერში რამდენიმე ადამიანი მოყვა, მათგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა. სხვა ინფორმაცია დაკარგულების შესახებ არ ვრცელდება. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ სამაშველო სამუშაოები წარმატებით დასრულდება. ჯალაღანიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებაც გააკეთა კომენტარი და ის საკითხები დაასახელა, რომლის განსახილველად გამოტანასაც ქართული დელეგაცია აპირებს. ქართული მხარე აპირებს, რომ მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებსა და ოპონენტებს, უპირველესად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა შესთავაზოს, რადგან რუსეთის ხისტი პოზიციის გამო, ადგილზე არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ იმყოფება. ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი, მე-17, რაუნდი ხვალ გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები