მსოფლიო
პარლამენტის შუალედური არჩევნები თელავში
2011-10-02 19:10:54
ჩამოტვირთვა
თელავში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში,
წინასწარი შედეგებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ვასილ დავითაშვილი, ლიდერობს. მეორე ადგილზეა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი, ნიკოლოზ ლაშხი, ხოლო ხმების შედარებით ნაკლები რაოდენობა დააგროვა ვასილ არაბულმა- მრეწველებიდან. თელავის შუალედურ არჩევნებში 20,360-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ცესკო-ს ინფორმაციით, კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. შუალედური არჩევნები დეპუტატ გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
კომენტარები