მსოფლიო
გიორგი ბარამიძის ვიზიტი საფრანგეთში
2011-10-02 14:47:24
ჩამოტვირთვა
საქართველოს ვიცე პრემიერი საფრანგეთშია და ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს. ქალაქ ბორდოში გიორგი ბარამიძე საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით იმყოფება. შეხვედრაზე ბალკანეთისა და ხმელთაშუაზღვის მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ევროკავშირის აღმოსავლეთ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებებიც განიხილება. ბარამიძე რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეხვდა, სადაც აქცენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე , საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო ბიზნეს გარემოსა და ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე გაკეთდა.
კომენტარები