მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი, ჯონ მაკკეინი და დონალდ რამსფელდი ერთ გადაცემაში
2011-10-02 14:44:25
ჩამოტვირთვა
რუსეთ საქართველოს ურთიერთობაში ორი დონე არსებობს, ერთის მხრივ რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და თითქმის ნახევარ მილიონ ადამიანს არ შეუძლია საკუთარ სახლში დაბრუნება. მეორეს მხრივ კი საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის და ისინი აღფრთოვანებულნი არიან იმით თუ როგორ შეიცვალა საქართველო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ ჟურნალისტ დეივიდ ფროსტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. აღნისნული ინტერვიუ ფროსტმა ტერორიზმთან ბრძოლის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოსვებისთვის ჩაწერა. სააკაშვილთან ერთად გადაცემაში გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდიც მონაწილეობდნენ.
კომენტარები