მსოფლიო
მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ლიკვიდირებულია
2011-09-30 21:14:39
ჩამოტვირთვა
იემენში მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, ანვარ ალ–ავლაკი, მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ანვარ ალ–ავლაკი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა და გაიზარდა, ოსამა ბინ–ლადენის სიკვდილის შემდეგ, სათავეში „ალ–ქაედას“ ჩაუდგა. ამერიკული სპეცსამსახურების მიერ,ალ–ავლაკი, როგორც ერთ–ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი, ჯერ კიდევ ბინ ლადენის გარდაცვალებამდე სახელდებოდა,. ამ დროისათვის, ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ ვის ეკუთვნოდა თვითმფრინავი, რომლის მეშვეობითაც ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა – იემენის საჰაერო ძალებს თუ შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს.
კომენტარები