მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ილხამ ალიევს შეხვდა
2011-09-29 21:00:00
ჩამოტვირთვა
ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შედგა.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს მომავალზე ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.
რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონისა და მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრაც. მასზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საქართველოს მომავალი ევროკავშირში.
კეტრინ ეშტონი არის საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. სამიტის დაწყებამდე ორი დღით ადრე ეშტონმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებული კონფლიქტები ევროკავშირის ინტერესის საგანია.
კომენტარები