0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იხსნება

ჩამოტვირთვა

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე სამიტი ვარშავაში დღეს, თბილისის დროით 9 საათზე გაიხსნება. საქართველოს დელეგაციას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. დაგეგმილია ორი პლენარული სესია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები, რომლებზეც ქართული დელეგაცია ისაუბრებს, თავისუფალი ვაჭრობის ასოცირებული ხელშეკრულება და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაა. საქართველოს პრეზიდენტი აგრეთვე შეხვედრებს გამართავს ევროპელ ლიდერებთან. სამიტის პარალელურად, ვარშავაში საერთაშორისო კონფერენციაც ტარდება, რომელზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა მიწვეული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები