0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსი ნაციონალისტების ახალი კამპანია კავკასიელების წინააღმდეგ

ჩამოტვირთვა

რუსმა ნაციონალისტებმა კავკასიელების წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყეს. `კმარა კავკასიის კვება` – აქცია ამ სახელწოდებით რუსეთის ყველა რეგიონში იგეგმება. ნაციონალისტური მოძრაობის მიზანია, აიძულოს ხელისუფლება შეწყვიტოს ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხების გამოყოფა სამხრეთ რესპუბლიკების დასახმარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ულტრამემარჯვენეები მრავალათასიანი მიტინგებით იმუქრებიან, რომელიც მთელს ქვეყანას მოიცავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ კამპანიით ნაციონალისტები ცდილობენ საზოგადოებამდე მათი მთავარი იდეოლოგიური გზავნილი მიიტანონ, რომელიც კავკასიის რუსეთისგან გამოყოფას ითვალისწინებს. მიმომხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ ულტრამემარჯვენეების კამპანია ოდნავ დაგვიანებულია, რადგან კრემლმა ჩრდილო კავკასიის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა. პირველი მიტინგი ლოზუნგით "კმარა კავკასიის კვება", ნაციონალისტებმა მოსკოვში გაზაფხულზე გამართეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები