პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ვარშავაში გაემგზავრა
2011-09-28 12:30:41
ჩამოტვირთვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე სამიტს დაესწრება. აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია ხვალ გაიხსნება. მისი ერთ-ერთი თემა საქართველოა და პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღებას ქართულ-ევროპული ურთიერთობის განვითარებაზე გაამახვილებს. პოლონეთიდან დავით ბაქრაძე შვედეთში გაემგზავრება. პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული ტურნეს ფარგლებში კონფერენციას სახელწოდებით, `ევროკავშირის აღმოსავლეთი სამეზობლო“, დაესწრება. დავით ბაქრაძე დიდ ბრიტანეთსაც ეწვევა.
კომენტარები