0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პარლამენტში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა

ჩამოტვირთვა

პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ინციდენტი დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესა და უმრავლესობის წევრ ზურაბ მელიქიშვილს შორის მოხდა. ლორთქიფანიძის თანაფრაქციელებმა საპარლამენტო დელეგაციებიდან დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოწვევა გააპროტესტეს. თავად დიმიტრი ლორთქიფანიძემ ეს გადაწყვეტილება დაკვეთად შეაფასა. დეპუტატმა პლენარულ სხდომათა დარბაზში ზურაბ მელიქიშვილთან საკითხის გარკვევა სცადა. დეპუტატებს შორის საკმაოდ ხმამარალი საუბარი შედგა, მელიქიშვილმა ლორთქიფანიძეს შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართა<, თუმცა ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. ვითარება უმრავლესობის წევრებმა განმუხტეს, მატ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მან ფრაქცია "ძლიერი საქართველო" დატოვა და ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გადავიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები