0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბურჯანაძის დაკვეთილი მარშისთვის სანიკიძემ 30 ათასი აიღო

ჩამოტვირთვა

სოხუმის დაცემის დღეს ქართული ოპოზიციის ნაწილი თავისებურად აღნიშნავს. ეროვნული ფორუმის ლიდერი, გუბაზ სანიკიძე, „ექვსიანისაგან“ დამოუკიდებლად ქართველთა მარშს გეგმავს. აქცია 27 სექტემბერს არის დაგეგმილი. საინფორმაციო პორტალი პრესა.გე წერს, რომ დაგეგმილი მსვლელობა, რეალურად, არც სანიკიძის „მარშია„ და არც „ეროვნული ფორუმის„ იდეა. სააგენტოს ინფორმატორის ინფორმაციით, აქცია ნინო ბურჯანაძის პარტიაში დაიგეგმა. ინფორმატორი იმასაც ამბობს, რომ ბურჯანაძემ სანიკიძეს „მარშის„ სანაცვლოდ 30 000 დოლარი გადაუხადა. „გუბაზ სანიკიძე რომ ბურჯანაძეების ოჯახურ სამზარეულოში „კერძების მირთმევაშია“ შემჩნეული, მხოლოდ ნინოსთან ნათელმირონობიდან არ გამომდინარეობს. 26 მაისს, „ჩაო ნინოს“ ბანკროტირებული აქციის შემდგომ, დმანისის ტყეში, ბადრი ბიწაძის „გამოსაყვანად“, სანიკიძის „სპეცოპერაცია“ იმაზე მიუთითებს, რომ ბურჯანაძეები „ლევანიჩს“ ენდობიან. ამჯერადაც სანიკიძემ „ფქვილოვნას“ ტვინში „მოხარშული“ მარში უნდა შეასაღოს ხალხს. სანიკიძეს იდეა ბურჯანაძის ერთ-ერთ სახლში მიპატიჟებისას გააცნეს. გუბაზი ბურჯანაძესთან მივიდა. ბურჯანაძემ მას „მარშის“ იდეა გააცნო და უთხრა, რომ თუ მის ამ იდეას გაახმოვანებდა და „ფორუმის“ სახელით „მარშს“ მოაწყობდა, 30 ათას დოლარს მისცემდა. გარიგება შედგა, გუბაზმა ნინო ბურჯანაძისაგან ფული აიღო და „მარშის“ მოწყობა დაიწყო... რომ აცხადებენ „მარში „ფორუმის“ იდეააო, ეს ხომ სიცრუეა. სანიკიძეს მარში ბურჯანაძემ დაუკვეთა და ქრთამის სახით 30 ათასი დოლარი გადაუხადა“. ინტერნეტპორტალ პრესა.გეს ინფორმაციით, სანიკიძე ბურჯანაძისაგან ფულის აღების ფაქტს უარყოფს. სანიკიძემ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მარშის იდეა კახა შარტავას ეკუთვნოდა, რასაც სააგენტოს ნფორმაციით, პარტიაში სკანდალი მოყვა. შარტავას სანიკიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია. რაც შეეხება ბურჯანაძეს, ის პირველი იყო, ვინც სანიკიძის იდეას მხარი დაუჭირა, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე „ეროვნულ ფორმუზე„ ნაწყენი იყო, 26 მაისის აქციებზე არ მოვიდნენო. ფორუმის „ქართველთა მარში“ 27 სექტემბერს იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები