პოლიტიკა
აშშ-ში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა
2011-09-24 19:00:26
ჩამოტვირთვა
აშშ-ში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს პირველმა პირმა კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა სხვადასხვა სახელმწიფოების დელეგაციებთან და ლიდერებთან.
ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მიხეილ სააკაშვილს კატარის სამეფოს დელეგაციასთან ჰქონდა. პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ჰამად ბინ იასიმ ბინ იაბერ ალ თანისთან ორი ქვეყნის ურთიერთობები, ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
კატარი დაინტერესებულია საქართველოს საინვესტიციო გარემოთი. თავის მხრივ, საქართველოს ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყანასთან ამ სფეროში თანამშრომლობის გარღმავების პერსპექტივები აინტერესებს.
კომენტარები