0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბორის ნემცოვი - პუტინი პროვოკატორია...

ჩამოტვირთვა

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინი პროვოკატორია და რუს ხალხს ბუნტისკენ უბიძგებს. ნემცოვის თქმით, პუტინის დაბრუნება ქვეყნის კრახს ნიშნავს. "ის პროვოცირებას უწევს რუს ხალხს. თავისი შეუცვლელობით, ბოტოქსით გაჟღენთილი ფიზიონომიით, რუს ხალხს იქითკენ უბიძგებს, რომ ქუჩაში გამოვიდეს, ისე იმოქმედოს, როგორც იმ ქვეყნებშია მიღებული, სადაც ხელისუფლების ცვლილების ინსიტუტი გაუქმებულია", - განუცხადა ბორის ნემცოვმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, პუტინი ხელისუფლებას სიკვდილამდე ჩაებღაუჭება. "სხვათა შორის, არც თუ ისე სულელი ადამიანები რუსეთში მეკამათებოდნენ - რას ამბობ ბორია, ის ამას არ იზამს, რა, არ იცის მუბარაქს რა დაემართა, ვერ ხედავს რა დღეშია კადაფი? მე ვამბობდი, მეგობრებო, ის არც სოკრატეა და არც სპინოზა. ის მხდალია, ეშინია ყველაფრის დაკარგვის და იმის, რომ პასუხი აგოს თავისი საქმეების გამო და ამიტომ ხელისუფლებას სიკვდილამდე ჩაებღაუჭება. მე ხომ არ ვიცი, ის რამდენი ხნის განმავლობაში იცოცხლებს. ან რუსეთი მოკვდება ადრე, ან - პუტინი. ვისურვებდი, რომ რუსეთი გადარჩეს", - განაცხადა ნემცოვმა. მისი პროგნოზით, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება და ამ ხელისუფლების კოლაფსი გარდაუვალია. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარტია "ედინაია რასიას" შესთავაზა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ მედვედევმა "ედინაია რასიას" ყრილობაზე განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები