პოლიტიკა
მედვედევი პუტინს ირჩევს
2011-09-24 16:00:20
ჩამოტვირთვა
რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა პარტია "ედინაია რასიას" შესთავაზა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ მედვედევმა "ედინაია რასიას" ყრილობაზე განაცხადა.
"მე მივიჩნევ, რომ სწორი იქნებოდა, ყრილობას ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარი დაეჭირა პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ პუტინის კანდიდატურისთვის. პრეზიდენტობაზე კენჭი უნდა იყაროს პუტინმა", - განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მან მიიღო პუტინის წინადადება და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში. ასევე, მედვედევი თანახმაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობაში გააგრძელოს მუშაობა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის თქმით კი, ზემოხსენებულ საკითხზე მან და მედვედევმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა 2012 წელს იგეგმება.
კომენტარები