მსოფლიო
მუამარ კადაფის მხარეს რუსი დაქირავებულები იბრძვიან
2011-09-24 14:33:40
ჩამოტვირთვა
მუამარ კადაფის მხარეს რუსი დაქირავებულები იბრძვიან. ამის შესახებ განცხადება ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელმა, მაჰმუდ ჯიბრილმა განაცხადა. მისი თქმით, კადაფის ჯერ ბევრი ფული აქვს, რომელსაც დაქირავებულ მებრძოლებს უხდის.
თუმცა, მას გაუჭირდა კადაფის მიერ დაქირავებულ მებრძოლთა ზუსტი რაოდენობის დასახელება. მანამდე პრესა წერდა იმის შესახებ, რომ კადაფის მხარეს უკრაინელი და ბელორუსი დაქირავებულები იბრძოდნენ, მაგრამ ლიბიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსების მონაწილეობაზე არავინ არ საუბრობდა.
რუსული სააგენტოები 15 სექტემბერს ლიბიაში უკრაინის 28 მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყებოდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
თავის მხრივ, მუამარ კადაფის წარმომადგენლები ლიბიის გარდამავალ ნაციონალურ საბჭოს საზღვარგარეთიდან სამხედრო დახმარების მიღებაში ადანაშაულებენ. კადაფის მხარდამჭერებმა ტყვედ აიყვანეს 17 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ქალაქ ბანი-ვალიდის შტურმისას ლიბიის ნაციონალურ საბჭოს ძალებს ეხმარებოდნენ.
კომენტარები