მსოფლიო
გრიგოლ ვაშაძე გაეროში შეხვედრებს განაგრძობს
2011-09-23 16:01:56
ჩამოტვირთვა
საქართველოს სგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროში, ლუქსემბურგის, ირანის, ერაყისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების მინისტრებს შეხვდა. გრიგოლ ვაშაძეს ასევე ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა დიდი ბრიტანეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მინისტრებთანაც. ამ ორი ქვეყნის დელეგატებთან შეხვედრისას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. არაბთა გაერთიანებული ემირატებისა და ირანის საგარეო მინისტრებთან კი ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრეს. გრიგოლ ვაშაძე საქმიან სადილსაც დაესწრო, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორები მონაწილეობდნენ.
კომენტარები