პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი გაეროს 66-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
2011-09-23 13:22:46
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდ. 20-წუთიან მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ტერორიზმსა და ექსტრემიზმზე ისაუბრა. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში რუსულ პოლიტიკასა და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე საუბარსაც დაუთმო დრო. სააკაშვილმა თავის 20-წუთიან გამოსვლაში 11 სექტემბრის ტერაქტი გაიხსენა, რომლიდანაც 10 წელი გავიდა და აღნიშნა, რომ მსოფლიო კვლავ ბრძოლის ველია. პრეზიდენტის თქმით, ცივი ომი დასრულებულია, მაგრამ საბჭოური გადმონაშთები მაინც არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო წარსულის მეთოდებს მომავლისკენ სწრაფვით პასუხობს.
კომენტარები