0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტრასბურგში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის მოსმენა დასრულებულია

ჩამოტვირთვა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე სარჩელის ზეპირი მოსმენა დასრულებულია. ცნობილია, რომ ზეპირი მოსმენების შემდეგ, რამდენიმე თვის ვადაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მოსამართლეები იმაზე იმსჯელებენ, გადავიდეს თუ არა საქმე ახალ ეტაპზე და დაიწყოს თუ არა საქმის არსებითი განხილვა. საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების შესახებ ევროპული კონვენციის დებულებისა და მუხლების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. რუსეთის ინტერესებს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი მატიუჟკინი იცავს. მატიოჟკინის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს ინტერვენცია იმისთვის განახორციელა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები და საკუთარი მოქალაქეები დაეცვა. სასამართლოზე ქართულმა მხარემ საპასუხო არგუმენტები წარადგინა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის განცხადებით, აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოდიოდა და ის არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქართულმა მხარემ სარჩელით ევროპულ სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, რომელშიც რუსეთი გენოციდში დაადანაშაულა. 2009 წელს ქართულმა მხარემ ევროპულ სასამართლოში მორიგი სარჩელი შეიტანა, სწორედ მეორე სარჩელის განხილვა გაიმართა დღეს სტრასბურგში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები