0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაქ ობამას შეხვდა.შეხვედრა ნიუ-იორკში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, გაერო-ს გენერალური მდივნის, ბენ კი მუნის სახელით გამართულ ლანჩზე შედგა, რომელსაც, ტრადიციულად, გენერალური ასამბლეის წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ორი ქვეყნის ლიდერების დიალოგი მეგობრულ ვითარებაში შედგა, საუბარი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს შეეხო. ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაში მონაწილეობს. დღეს იგი სიტყვით გამოვა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები