მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ ტელეარხს ინტერვიუ მისცა
2011-09-21 15:16:23
ჩამოტვირთვა
გაეროს გენერალურ ასაბლეაზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხს მისცა. მიხეილ სააკაშვილი ენბისი-ის დილის გადაცემის სტუმარი იყო.პოპულარულ ამერიკულ ტოქ-შოუში მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
ჩვენ მართლაც ვიმყოფებით სარისკო სიტუაციაში.რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. ნახევარი მილიონი ადამიანი დევნილია და საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება. ამ ტერიტორიების მოსახლეთა 80% განიცდიდა დეპორტაციას, საბჭოური სტილის დევნას. ჩვენს მიმართ დღესაც იარაღია მომართული. არ აღიარებენ ჩვენს საზღვრებს, სურთ ჩვენი მთავრობის ჩამოგდება. ისინი აღარც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ცნობენ, რომელიც პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით გაფორმდა. ისინი ამბობენ, რომ ის უკვე არსებულ რეალობას აღარ შეესაბამება. ამის მიუხედავად, ომის შემდგომ ჩვენი ეკონომიკა 6-7 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ მსოფლიოში პირველები ვართ კორუფციასთან ბრძოლაში. ამასთანავე ჩვენ ვართ მეორე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში ისლანდიის შემდეგ. თბილისი კი რეიკიავიკზე უსაფრთხო დედაქალაქია. აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის კეთება ჩვენთან ყველაზე ადვილია. პროგრესის მიხედვით კი 11-ე ადგილი გვიკავია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თუ ნამდვილად მუშაობ დემოკრატიის განვითარებაზე, ღია პოლიტიკური სისტემა გაქვს, ახორციელებ რეფორმებს და გამუდმებით არ ყვირი, რომ ჩვენ გვიტევენ, დიახ ჩვენ გვიტევენ, მაგრამ არ ვამბობთ, რომ სხვა რამეებზე მუშაობის დრო არ არის და ყურადღება მხოლოდ საფრთხეებზე უნდა გადავიტანოთ. ჩვენ არასდროს ავირჩევთ ამ გზას, პირიქით, მთელი ყურადღება გადაგვაქვს პოზიტივზე, როდესაც ასეთ ნაბიჯებს დგამ, ყველაზე კრიმინალური და კორუმპირებული საზოგადოებაც კი შემობრუნდება. პუტინი, როგორც ჩანს დაბრუნებას აპირებს, საქმე აქ უფრო გლობალურად უნდა განვიხილოთ. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელი გავიდა, თუმცა დღესაც ასეთ დასკვნას აკეთებენ, რომ გორბაჩოვი ზედმეტად რბილი იყო. ის მოექცა დასავლეთის გავლენის, ქვეშ ბევრს უსმენდა ამერიკელებს და ამით დაღუპა საბჭოთა კავშირი. მათ დღეს მიაჩნიათ, რომ უარი უნდა თქვან რეფორმებზე არაფერი შეცვალონ, იყვნენ უფრო სასტიკები და აღარ დაუშვან გორბაჩოვის შეცდომა. ეს არის ქვეყნის ჩამოშლის ყველაზე მოკლე გზა, რაც არავისთვის კარგი არ იქნება. რუსეთი დიდია, მაგრამ ბოლო 6 წელიწადში საქართველოში მიგრაციული ბალანსია - ყველა ბრუნდება განსაკუთრებით ახალგაზრდები.... „ეკონომისტზე“ წავიკითზე, რომ რუსეთის ახალგაზრდების 80 პროცენტს სურს დატოვოს საკუთარი ქვეყანა, რადგან იქ დაბალი შემოსავალია. მაგრამ ყოველთვის ეს არ არის პრობლემა.ვლადიმერ პუტინს შეიძლება აქვს საკუთარი მომავლის განცდა, მაგრამ როდესაც ხალხს იგივე განცდა არ ეუფლება ძალიან სახიფათოა. ეს ფაქტი სულაც არ გვახარებს. ჩვენ ვართ მეზობლები რუსეთისა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია. ბევრი ცუდი გაუკეთებია ჩვენთვის, თუმცა ყოველწლიურად ვიღებთ ასობით, ათასობით რუს ტურისტს, ბიზნესმენს. უნდა ნახოთ, როგორ მოსწონთ მათ საქართველო. ერთმა რუსმა პროფესორმა ერთხელ მითხრა საბჭოთა კავშირის დროს, როგორც დასავლეთ გერმანიასა და ამერიკას ვუყურებდით, ისე ახლა საქართველოს ვუყურებთო. რაღათქმაუნდა საქართველო ძალიან პატარაა ამერიკისა და გერმანიის ფონზე, მაგრამ მე ეს შედარება მომწონს.
კომენტარები