0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ანტისამთავრობო გამოსვლებს იემენში 25 ადამიანი ემსხვერპლა

ჩამოტვირთვა

წინასწარი მონაცემებით, 25 ადამიანი ემსხვერპლა მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგს იემენში. აქციას, რომელსაც დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა, უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზიც. სპეცსამსახურების განცხადებით, აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს იყენებდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციები იემენში იანვრის ბოლომდე არ შეწყდება. მათი მთავარი მოთხოვნა ამჟამინდელი პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის თანამდებობიდან გადადგომაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები