პოლიტიკა
ოქრუაშვილის განცხადება
2011-05-22 22:00:53
ჩამოტვირთვა
"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს საქართველოში ჩამოსვლა გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრმა დღეს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა. "ჩვენ ვდგებით ჩვენი ხალხის გვერდით. 25 მაისს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიქნები საქართველოში, რათა დავასრულოთ ეს ხელისუფლება", განაცხადა ოქრუაშვილმა. თავდაცვის ექს–მინისტრი რევოლუციური მოწოდებებით გამოდის და პირობას დებს, რომ 25 მაისი მოქმედი ხელისუფლებისთვის ბოლო დღე იქნება. საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა პირველად 20 მაისს, ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისადმი მიმართვისას განაცხადა. პასუხად სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.
კომენტარები