1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთიმ, საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ მასშტაბური სოციალური პროექტები წარადგინა

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა  კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” ("თანამშრომლობა შედეგებისთვის“) რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.  

 

კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს -  UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO  წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას. ლიბერთიმ,  კონფერენციაზე მასშტაბური სოციალური პროექტები წარადგინა.

 

„აღნიშნულ კონფერენციაზე, ლიბერთის სოციალური პროექტებისა და მათი  მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მოგვეცა. კონფერენციის  მონაწილეებს ასევე ვესაუბრეთ პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ერთობლივი წარმატების შედეგებზე. ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და არის სოციალურ სეგმენტზე ზრუნვა.  რასაც ჩვენს პროექტში ჩართული პარტნიორი კომპანიებიც სრულად იზიარებენ. მოხარული ვართ, რომ  ჩვენს პრიორიტეტებს ერთობლივ პროექტებში ჩართული პარტნიორი კომპანიებიც იზიარებენ და სწორი ხედვით ვაგრძელებთ მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განხორციელებას.“ - მარიკა ნუცუბიძე, ლიბერთის სოციალური პროექტების ჯგუფის უფროსი.  

 

 ლიბერთის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია უფროსი თაობის ადამიანებზე და ზოგადად სოციალურ სეგმენტზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ლიბერთი 2018 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა  სოციალურ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოში მცხოვრები სოც. სარგოს მიმღები პირების მხარდაჭერა და მათ სოციალურ ბარათებზე განსაკუთრებული შეღავათებისა და ფასდაკლებების შეთავაზება.

 

ბანკი ამ კუთხით თანამშრომლობს როგორც ჯანდაცვის, ისე სურსათის სექტორში ოპერირებად მსხვილ,  ქსელურ კომპანიებთან და შემუშავებულია ფასდაკლებების სქემა ლიბერთის კლიენტებისთვის. ყველა ის პირი, ვინც ფლობს ლიბერთის სოციალურ ბარათს, უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში,  ლიბერთის პარტნიორ კომპანიებში პროდუქციის შეძენის ან მომსახურების მიღების შემთხვევაში , მნიშვნელოვანი ფასდაკლებით  სარგებლობს. უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის დანაზოგის პარალელურად, ძალიან მოსახერხებელია პროცესის სიმარტივე, რაც განპირობებულია ბანკისა და პარტნიორი კომპანიების თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლივი ინტეგრაციით. 

 

ლიბერთის პარტნიორი კომპანიები წარმოდგენილები არიან თითქმის ყველა რეგიონში და აქვთ კლინიკების, აფთიაქების თუ მაღაზიების ფართო ქსელი. ბანკის პოსტერმინალები სრულად არის ინტეგრირებული მათ სარეგისტრაციო და სალარო პროგრამებთან, რაც მომსახურების პროცესის სიმარტივეს განაპირობებს.  ლიბერთი ბანკის 1.3 მლ მდე სოციალურ პირს, რომელიც გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა აქვს რეგიონის სხვადასხვა წერტილში შეუზღუდავად მიიღოს სამედიცონო მომსახურეობა და შეიძინოს პროდუქცია შეღავათიან ფასებში ან დიდი ფასდაკლებით.

 

პროექტის დაწყებიდან აღნიშნული სეგმენტისთვის, ბანკის პარტნიორ კომპანიებში ჯამში 15 მლ. ლარის ფასდათმობა განხორციელდა.  მომავალში   პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ლიბერთი სოციალური სარგოს მიმღებ პირებს უფრო მეტ ბენეფიტებს შესთავაზებს.

 

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებაბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...