2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ევროპის სოციალისტურ პარტიას“ „ქართულმა ოცნებამ“ დაასწრო და სანამ გარიცხავდნენ პარტია თავად დატოვა

„ქართული ოცნება” "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია "ევროპის სოციალისტურ პარტიის" წევრი 2015 წლიდან იყო. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ "ევროპის სოციალისტური პარტიის" დამკვირვებელი წევრის სტატუსი და "ევროპის სოციალისტურ პარტიასთან" დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც "ევროპის სოციალისტურ პარტიას" დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება.

„ქართულმა ოცნებამ“ 4 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. აღნიშნულ კონფერენციაში ჩვენი პარტიის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მონაწილეობა და პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ტრადიციული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიმართ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება. ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოს წინსვლასა და წარმატებას მყარი ღირებულებითი საყრდენი ჭირდება. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც თანამედროვე სამყაროშია შექმნილი და რომელსაც ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად აღრმავებენ.

როგორც ცნობილია, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის „ქართული ოცნება“. მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია",- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ სოციალისტური პარტია "ოცნების" გარიცხვაზე თავად ფიქრობდა, "ქართულმა ოცნებამ" კი პარტიას გადაწყვეტილების მიღება დაასწრო და პარტია თავად დატოვა. მათ შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაღრმავდა რაც პრემიერი ღარიბაშვილი უნგრეთში ვიზიტით იმყოფებოდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები