2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პიკის ფაზაში შევედით და ეს დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება - თამარ გაბუნია

საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზით, დღეს ჩვენ პიკის ფაზაში შევედით და ეს დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით არსებული რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე არსებული შეზღუდვები აღსრულდეს. დღეს უწყებათა საბჭომ იმსჯელა არსებული ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რადგან პირბადე არის ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას პირბადის ტარებაზე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ქორწილები და სხვა დიდი ყრილობები, ყველაფერი ხდება რეგულაციების დარღვევით. ამდენად, ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და ის რეგულაციები, რაც დღეს უკვე დაწესებულია. ჯერჯერობით იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც დაწესებულია, არ იგეგმება და მთავარი უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულებაა. თითოეული მოქალაქის და მისი ოჯახის წევრების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება რეგულაციების დაცვის. პირბადის ტარება არის ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია და მივმართავთ მოქალაქეებს, რომ სადაც შესაძლებელია, ყველამ ატაროს პირბადე. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ თავად არ მიიღო მოქალაქემ გადაწყვეტილება, ეს სანქციები არის უბრალოდ ფორმალობა. პროგნოზულად, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებისგან ვიღებთ, ჩვენ უკვე პიკის ფაზაში ვართ, ეს ფაზა დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება" , - განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები