სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
|
კახეთის ერთ პატარა ქალაქში - წნორში, წლების წინ ახალგაზრდების ჯგუფმა პატარა სოციალური საწარმოს გახსნა გადაწყვიტა, „ცოდნის კაფე“ დაარქვა და დიდ, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცედ მალევე აქცია. ბავშვების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, ახალი ცოდნის მიღება თუ გამოცდილების გაზიარება „ცოდნის კაფეს“ მთავარი მისიაა. დაარსების დღიდან დონაციებით, მეგობრების გვერდში დგომით, თანამოაზრეებისა თუ კეთილი ადამიანების ინტელექტუალური და მატერიალური მხარდაჭერით არსებობს. ამ ეტაპზე „ცოდნის კაფე“ თანამედროვე ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, კაფეს და არაფორმალური განათლების სივრცეს მოიცავს, რომლითაც რეგიონის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს, თუმცა გეგმები და მიზნები ბევრად დიდი და მასშტაბურია. იმისთვის, რომ ყველა ქიზიყელს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ცოდნაზე, ყველა მსურველმა შეძლოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელება, როგორც ცოდის კაფეს თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი ამბობს „ცოდნის კაფე“ ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა
„2400-ზე მეტ მოქალაქესთან „ცოდნის კაფეს“ ვუშენებთ საკუთარ ჭერს. კონსტრუქციის რესურსები მოძიებულია და ახლა უკვე სარემონტო რესურსებს და პატარ-პატარა აგურების შეგროვება დავიწყეთ ადამიანებისგან და ბიზნეს ჯგუფებისგან. ვინც დებს ერთ აგურს, ანუ რიცხავს თანხას, მისი სახელი დაიწერება „ცოდნის კაფეს“ მაშენებელთა კედელზე. ახალი ცოდნის კაფე არსებულ სივრცეებთან ერთად თვითმობილიზების მუზუმს, რობოტიკის სკოლას, საერთო სამუშაო სივრცესა და არტ რეზიდენციას გააერთიანებს, სადაც მეგობრულ და მყუდრო გარემოში ყველა მსურველი უკეთესი განათლების მიღებას, ახალი ინტერესების აღმოჩენას, განვითარებას და სოციალიზაციას შეძლებს. ჩვენი სივრცე საჭირო საგანმანათლებლო და კუტურულ ინიციატივებს უმასპინძლებს და რეგიონის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.“ - ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფეს“თანადამფუძნებელი
მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ ერთიანი ძალებით ხორციელდება, - ამის მტკიცედ სჯერათ ცოდნის კაფეში, ამიტომაც სიამოვნებით მიიღეს თეგეტა ჰოლდინგის წინადადება და მათ კამპანიაშიც ჩერთნენ. სხვა ორგანიზაციებთან ერთად პლატფორმაზე tegeta.care"ცოდნის კაფესაც“ იპოვით. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ზრუნვის კამპანიაში თქვენც ერთვებით. არა, უბრალოდ კი არ ერთვებით, არამედ თქვენი დონაციით და თანადგომით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლით და აშენებთ საგანმანათლებლო ოაზისს - „ცოდნის კაფეს“ და მოგვიანებით თქვენი სახელობის აგურსაც პოულობთ ცოდნის კაფეში.
კომპანია „თეგეტა ჰოლდინგმა“ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და სიკეთის გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანის გასაერთიანებლად, მასშტაბური საახალწლო კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, tegeta.careრომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ პროექტებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ნებისმიერ მსურველს კი შესაძლებლობას აძლევს მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე იზრუნოს - დააფინანსოს, მხარი დაუჭიროს ან ცნობადობის ამაღლებას შეუწყოს ხელი. სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული მონაცემები, გამოცდილება, სტატუსი ან ფინანსური მდგომარეობა. ზრუნვა არც ზედმეტ თავისუფალ დროს, განსაკუთრებულ რესურსს და არც დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
"tegeta.care არის ხიდი იმ ადამიანებს შორის, ვისაც სურს განათლების მიღება და ვისაც აქვს შესაძლებლობა გაამარტივოს განათლებაზე წვდომა, თანხა ჩადოს და განავითაროს ეს მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიასთან ამ ტიპის ურთიერთობა, ძალიან კარგი გუნდია და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ უკვე „ცოდნის კაფეს“ ჭერქვეშ მეგობრობას“, - ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფეს“თანადამფუძნებელი
ჯადოსნური, ბრჭყვიალა და დადებითი ემოციებით სავსე თარიღი ახლოვდება... ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ბავშვებზე, მოხუცებზე, მიუსაფარ ცხოველებზე, იმისათვის რომ ეს წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს.
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები