სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
|
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 17 ნოემბერს, 19:00 საათზე DataFest Tbilisi-ის ონლაინ შეხვედრა „ღია ბანკინგი და უსაფრთხოება" გაიმართება. ღონისძიების სპიკერები მიმოიხილავენ, თუ რას ნიშნავს ღია ბანკინგი, რა შესაძლებლობებს ქმნის ის ბიზნესისთვის და ფინტექ კომპანიებისთვის. ასევე, რა გამოწვევები ახლავს ღია ბანკინგს პერსონალურ და სხვა სახის მონაცემებთან დაკავშირებით.
ონლაინ შეხვედრას სპიკერები საქართველოს ბანკიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან და საქართველოს საბანკო ასოციაციიდან გაუძღვებიან. ღონისძიების სამუშაო ენა ქართულია. შეხვედრაზე დასწრება როგორც Zoom-ის, ასევე DataFest Tbilisi-ის Facebook-ის გვერდის Live-ის საშუალებითაა შესაძლებელი. Zoom-ში დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://bit.ly/3ngZFuD
„საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა კვლავ გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მასშტაბური ღონისძიება თუ საინტერესო შეხვედრა ჩატარდა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მომდევნო ონლაინ შეხვედრა აქტუალურ თემას - ღია ბანკინგს დაეთმობა. სპიკერები სიღრმისეულად მიმოიხილავენ, თუ რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა ღია ბანკინგის შესახებ, რა გამოწვევები ახლავს მას პერსონალურ და სხვა სახის მონაცემებთან დაკავშირებით. ასევე, როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება. საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვა დაიწყო. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულების განვითარებას და მეტი შესაძლებლობების შექმნას როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ფინტექ კომპანიებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
ვრცლად სპიკერების შესახებ:
დავით პაპუაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2012-2019 წლებში, ხელმძღვანელობდა სებ-ის საოპერაციო რისკებისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილებას. დანერგა ფინანსური სექტორის საოპერაციო რისკებისა და კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოები საქართველოს ფინანსურ სექტორში.
ინგა ქარჩავა - საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის გუნდის წევრი, საბანკო ანალიტიკის მიმართულებით. სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელი რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა საბარათე გადახდების ცენტრში საოპერაციო საქმიანობისა და რისკების მართვის მიმართულებას. მათ შორის მულტიფუნქციური გუნდების მართვას, საოპერაციო პროცედურების შემუშავებას, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელებას და შესაბამისი უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტების პროცესის მართვას.
გიორგი კინწურაშვილი - საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში 10 წლიანი გამოცდილებით. გიორგი ღია ბანკინგის სფეროში ციფრული სერვისების განვითარებაზეა ორიენტირებული.
შეხვედრის პარტნიორები არიან გრანტ ტორტონი და next.on.ge.
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები