თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
თიბისი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება. პლატფორმამ, EBRD-ის პარტნიორები - საბერძნეთის ეროვნული ბანკი (NBG) და თიბისი, პროგრამაში - „Preview Offering Program“ ჩართო. აღსანიშნავია, რომ თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პროექტისთვის შეირჩა.
პროგრამის ფარგლებში, NBG-იმ და თიბისიმ, we.trade-ის წევრ ბანკთან - Nordea-სთან ერთად, სატესტო ტრანზაქციები განახორციელეს. სატესტო ტრანზაქციების ფარგლებში, პლატფორმაზე რამდენიმე წუთში გამზადდა ციფრული ხელშეკრულებები, რაც საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს ტრადიციული საკრედიტო ხაზებით სარგებლობის გარეშე. NBG და თიბისი, პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებას იღებენ კომერციული საბანკო ოპერაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, იურიდიული, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებით იმისთვის, რომ მომავალში ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გაჩენას თავად შეუწყონ ხელი როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
არსებულ რეალობაში, ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკის აღდგენისა და ციფრული გადაწყვეტების განვითარებისათვის.
„EBRD-ის მიზანია პარტნიორ რეგიონებში მხარი დაუჭიროს ციფრულ ტრანსფორმაციას. ამ პროცესის უზრუნველსაყოფად, ბანკებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიერონ ინოვაციური პროდუქტები და ვაჭრობის დაფინანსების მხარდაჭერა, ასევე ხელი უნდა შეუწყონ ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას საკუთარ ქვეყნებში“, - ფრანსის მალიჟი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი.
„თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. ციფრული სერვისებით ჩვენი პარტნიორების ცხოვრებისა და ბიზნესპროცესების გამარტივება, თიბისის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ვამაყობთ, რომ EBRD-ისთან პარტნიორობის ფარგლებში, ბლოკჩეინის პლატფორმის ტესტირებაში ვმონაწილეობთ. თიბისისთვის, როგორც ვაჭრობის დაფინანსების სფეროში ლიდერი ბანკისთვის, მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელება და მსოფლიოს ყველა ძირითად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ჩვენი პარტნიორების წარმატებულ საქმიანობასა და საქართველოს ბაზარზე თიბისის #1 პოზიციის განმტკიცებას განაპირობებს“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
we.trade 12 ბანკის (CaixaBank, Deutsche Bank, Erste Group, HSBC, KBC, Nordea, Rabobank, Santander, Societe Generale, UBS and UniCredit) ერთობლივი პროექტია. ციფრული პლატფორმა ვაჭრობის დაფინანსების, დაზღვევისა და ლოჯისტიკის მიმართულებებით, გლობალური სავაჭრო ოპერაციების საიმედოობას, სიმარტივესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
we.trade-ის პროგრამა „Preview Offering Program“, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ბანკებსა და მათ პარტნიორებს საშუალებას აძლევს we.trade-ის წევრ ბანკებთან ერთად სატესტო ტრანზაქციებში მიიღონ მონაწილეობა. 6-12 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია პროგრამის მორგება ბანკებზე, რომლებიც ვაჭრობის დაფინანსების გაციფრულების მიმართულებით, სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან.
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები