თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროექტი, „Adapter”-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება.
“Adapter”-ის საშუალებით უკვე 26 კომპანია საკუთარ პროდუქციას extra.ge- ზე ყიდის.
“Adapter”-ის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა “Adapter”-ის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით მიიღეს მხარდაჭერა, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაშიც უწევს მხარდაჭერას.
პროექტზე რეგისტრაცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2XJjhgQ
„დღეს, ისე როგორც არასდროს, ბიზნესის წარმატებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში გაყიდვების წარმოება. სწორედ ამიტომ, Visa-სთან პარტნიორობით, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების პროექტ „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში, უკვე 26-მა მეწარმემ გააციფრულა საკუთარი მაღაზია და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა საკუთარ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, აქტიურად გრძელდება მონაწილეების პროდუქციის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია, რათა გავზარდოთ მათი ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს და მოვუწოდოთ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ჩართულა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
„Visa-სა და საქართველოს ბანკს ამოძრავებს საერთო მისია, პოპულარიზაცია გაუწიონ ინოვაციურ გადახდის მეთოდებსა და ხელი შეუწყონ მათი განვითარების პროცესს. მეწარმე ქალი ლიდერების გაძლიერება ამ მისიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რაც თვალნათლივ ჩანს Visa-ს სტრატეგიულ ინიციატივაში #She’sNext, რომელიც რეგიონის მასშტაბით დაინერგა. ჩვენ გვწამს, რომ ქალი მეწარმეებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას, აძლიერებს ახალი ბიზნესების წამოწყებასა და ეხმარება უფრო რეზისტენტულები გახდნენ ახალი გამოწვევების მიმართ. მოხარულები ვართ, ჩავერთოთ ამ ინიციატივაში ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკთან ერთად და წვლილი შევიტანოთ ქალი მეწარმეების გაძლიერებასა და მათი ბიზნესების გაციფრულებაში, რაც ამავდროულად ხელს უწყობს ელ-კომერციის განვითარებას საქართველოში“,- განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
კომენტარები