1 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მეტი შესაძლებლობა დასაქმების მსურველებისთვის - „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის ახალიპოლიტიკა

„თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც, 3000-ამდეთანამშრომლით, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესიდამსაქმებელია, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ახალ გადაწყვეტილებას იღებს. განახლებული დასაქმების პოლიტიკის ფარგლებში,სამუშაოს მაძიებლებისთვის გამარტივებულიშესაძლებლობები შეიქმნა. მთელი ჰოლდინგის მასშტაბით, სასურველ პოზიციაზე დასაქმება ახლა უკვე ნახევარ განაკვეთზეა შესაძლებელი. 

ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის მიერჰოლდინგის მასშტაბით 200-ამდე პოზიციაგანისაზღვრა, რომლებზეც  ნახევარ განაკვეთზე დასაქმებაა შესაძლებელი. ჰოლდინგის სხვადასხვა მიმართულებაში 30-ამდე ვაკანსიაზე შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია. 

ვერიკო სიტნიკოვი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტისხელმძღვანელი: „წელს ჰოლდინგის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და ახალგაზრდების ამ მიმართულებით მხარდაჭერაა. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტებს, მათი სალექციო განრიგის გათვალისწინებით, უმეტესწილად უძნელდებათ სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობების განხილვა, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედაადამიანური კაპიტალის შერჩევის პოლიტიკისთვის. შევიმუშავეთ მიდგომა, რამაც მოგვცა საშუალება, ახალი კანდიდატებისშერჩევისას მოქნილი პირობებით ვიხელმძღვანელოთ. 

ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ კანდიდატებს მათ განრიგებზე მორგებული სამუშაო განაკვეთები და ამით წვლილი შევიტანოთბაზარზე ახალგაზრდების, და არა მარტო მათი,დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“.

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც უმსხვილესი კომპანია, საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს აერთიანებს. მასშტაბიდან გამომდინარე, ნახევარ განაკვეთზე ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალიმრავალფეროვანია და სასურველი პოზიციის მოძებნა თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს  შეუძლია. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბით, ნახევარ განაკვეთზე არსებული ვაკანსიების ნახვა თეგეტას დასაქმების პორტალზეა შესაძლებელი - jobs.pointer.ge ან Jobs - TEGETA CARS (pointer.ge)

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

    ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ განახლებ...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...