2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გრძელდება

9 ივნისს, 11:00 საათზე, ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის მეორე საფესტივალო დღე გაიხსნება თემით „თავისუფლება, რომელიც ყველას გვჭირდება“, რომელშიც მონაწილეობას იღებს ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა. დღის განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა სივრცეში გაიმართება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: დაგვავიწყა თუ არა, უკრაინის ომმა სხვა კონფლიქტები“, „ხელოვნური ინტელექტი: რა გველის, „მიგრანტების ისტორიები უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან“, „განათლების მომავალი“, „ახალი ფორმების ძიება მონაცემთა ჟურნალისტიკაში“, „თაობის ცვლილება საქართველოში: დისკუსია GEN-Z-სთან“, „როგორ გადმოვცეთ ისტორიები სპორტის გმირების შესახებ“, „ნარატივის როლი არქიტექტურაში“. მეორე საფესტივალო დღეს დახურავს ჰოლივუდის კინოოპერატორი ფედონ პაპამიქაელი თემით „შემოქმედებითი კოლაბორაცია კინოინდუსტრიაში“.

ამასთან ერთად, ZEG-ის ფარგლებში, 19:30 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში, European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც 2023 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრები გამოვლინდება. European Press Prize-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი ეწვია, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ZEG ფესტივალის 6 პარალელურ სცენაზე გაიმართება პანელური დისკუსიები, სესიები, ფილმების ჩვენებები, ვორქშოფები, ქალაქის ტურები და არაფორმალური ღონისძიებები. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 60-მდე წამყვან პროფესიონალს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება. სრული პროგრამა აქ: https://www.zegfest.com/event-programs/zeg-2023

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

·         Webpage 

·         LinkedIn

·         Twitter

·         Facebook

·         Instagram

·         Youtube

 

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, თიბისი კონცეპტი, ამერიკის საელჩო საქართველოში, Visa, European Press Prize, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, M2, გერმანიის საელჩო საქართველოში, აპრილი, ონორე, აჭარა ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრი, IPI, Blue Fox, Monkey Shoulder, Enkeny Films, NEMO, Voxeurop, ჟუჟუნა ღვინო, Old Boys Tbilisi, Windfor’s, LOOMBA, At.ge, Retain. 

 

მისამართი: კონსტიტუციის 6/52 (შემოსასვლელი ნინოშვილის მხრიდან)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...