2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთის მხარდაჭერით ნიუ იორკში Globalize კონფერენცია გაიმართება

სს ლიბერთი ბანკისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (...ლეგენდარულ Webster Hall-შიGlobalize კონფერენცია გაიმართება.

 

კონფერენციის მიზანია ერთის მხრივ გააერთიანოს ქართული დიასპორა, ინვესტორები, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეები, დისტრიბუტორები და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორები, მეორეს მხრივ კი მათ წინაშე წარადგინოს როგორც ქართული ბიზნესი და ტექნოლოგიები, ასევე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები ქართული პროდუქციისთვის ამერიკის ბაზარზე.

 

კონფერენციაზე წამყვან, ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეები წარადგინონ პოტენციური ინვესტორების წინაშე. 

Globalize აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ეხმარება ქართველ ექსპორტიორებს ამერიკის ბაზარზე გაფართოებაში, ამიტომ კონფერენციის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება 30-მდე ქართული ბიზნესის საექსპორტო პროდუქცია. 

 

‘მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ერთის მხრივ მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესებს გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობების არეალი და წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია ამერიკის ბაზარზე, მეორეს მხრივ კი, ახლოს მივიდეთ ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან - ქართველ ემიგრანტებთან, გავაცნოთ მათთვის სასარგებლო და საინტერესო სერვისები და პროდუქტები. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, რომ ემიგრანტებთან შეხვედრა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგება’ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

 

 

‘მოხარულნი ვართ, რომ სულ მალე, Globalize New York Conference უნიკალურ პლატფორმას შესთავაზებს ქართულ ბიზნესს და სტარტაპებს, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები ამერიკის აუდიტორიისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს აშშ-ს ბაზარზე შესვლაში და ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ დიასპორასთან ერთად, და წარვუდგენთ მათ ქართულ ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და კულტურას, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს’ - სალომე კუკავა, Globalize-ს დამფუძნებელი.

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს,  კონფერენცია დასრულდება ქართველი არტისტის ‘სტეფანეს’ კონცერტით,  რომელიც ორგანიზებულია პარტნიორი ორგანიზაციის - Emolas Corporation-ის მიერ. კონცერტი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს 1,500-ზე მეტ ემიგრანტს, ერთ სივრცეში იზეიმონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. კონცერტის ბილეთების შეძენა: ბმული

 

Globalize New York Conference შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის: ბმული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...